Wednesday, September 2, 2015

დღე მერვე

დავასრულეთ ბუკლეტების ნიმუშები ჩვენი ფროექტის მიხედვით.ავტვირთეთ დრაივზე ჩვენი საქაღალდე-კურსის რესურსები,მოსწავლის ნიმუში,პროექტის გეგმა,სურათები-აუდიო,ვიდეო,სასწავლო პროექტი,შეფასებები.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,შევქმენით სამოქმედო გეგმა მოსწავლეებისთვის

დღე მეცხრე
გავიხსენეთ ვიუვერის გამოყენება როგორ შევქმნათ პორტფოლიო, როგორ შევინახოთ დოკუმენტები პორტფოლიოში, გავიხსენეთ პროექტის მახასიათებლები, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, შეფასების ხუთი მიზანი,გავიხსენეთ დრაივზე და ბლოგზე ატვირთვა.
მოვისმინეთ პროექტის ირგვლივ მასწავლებელთა პრეზენტაციებს
1 ნათელა ფაიქრიძე-ზღაპარი „თალგამი“-მიზანი მეგობრობის ძალა
2მაყვალა ხიჯაკაძე- სისხლის ჯგუფები-სისხლის ჯგუფის დადგენა
3 მარინა ტურაშვილი-ინგლისური ენა ქართულ რეალობაში-მიზანი დავანახოთ საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისური ენის შესწავლა
4 ია გიორგაძე-ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა-მიზანი სანდო და ზუსტი ინფორმაციის მოძიება
5 ელისო არჯევანიძე-შენადნობები-მიზანი დაადგინონ რომ შენადნობები უფრო მტკიცეა,ვიდრე სუფთა ლითონი
6 ნანა ბერიძე-თინეიჯერების ცხოვრება-მიზანი გაავლონ პარალელი უცხოელ და ქართველ თინეიჯერებზე
7 ნაირა ჩხიკვაძე-გარემოზე მავნე ზემოქმედება-მიზანი როგორ შევამციროთ გარემოზე მავნე ზემოქმედება
8 დალი დაღელაშვილი-სტატისტიკური კვლევები-მიზანი როგორ გადავწყვიტოთ მიგრაციის პრობლემები
9 მედეა ნიქაბაძე-21-ე საუკუნის ლუარსაბი-მიზანი დავანახოთ საზოგადოებას ლუარსაბის სახე
10 ნათელა ჩიტორელიძე- ვაჟა ფშაველას სტუმარ- მასპინძელი
11 ლიანა ჩადუნელი-ელექრო მაგნიტური ტალღების გამოყენება და ადამიანი-მიზანი გაეცნონ თუ რა გავლენას ახდენს ელექტრო მაგნიტური ტალღები ადამიანზე
დასკვნა:პროექტებით სწავლება იყო ნაყოფიერი,რომელსაც გამოვიყენებ მომავალშიც.პროექტის ფარგლებში ვისწავლე პროექტის შედგენა,მომეწონა რომ სტანდარტიდან გამომდინარე როგორ ჩავწერო პროექტის მიზანი და მიზნებიდან გამომდინარე დავგეგმე აქტივობები რამაც გააადვილა პროექტზე მუშაობა

Monday, August 31, 2015

დღე მეხუთე

გავეცანით მესამე და მეოთხე მოდულს საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას.გადმოვიწერეთ ინტერნეტიდან მასალები და შევქმენით ციტირებული დოკუმენტი.შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში და ავტვირთეთ დრაივზე.მოსწავლის როლში დავდექით და შევქმენით სლაიდშოუ მოსწავლის ნაცვლად.ვისწავლეთ რომ ბლოგზე ინფორმაციის წაკითხვა შეუძლია ყველას ვინც დაინტერესებულია.დრაივზე შენახული ინფორმაცია არის პირადი.დავალება გვაქვს დავასრულოთ სლაიდშოუ
  
დღე მეექვსე
დავწერეთ მიზნებიდან გამომდინარე აქტივობები.შევავსეთ შეფასების რუბრიკის სქემა.
უნდა დავწეროთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და საკვანძო შეკითხვების აქტივობები.

დღე მეშვიდე
მოვისმინეთ პროცედურები და შევიტანეთ გეგმაში.გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას მოსწავლეთა დიფერენცირებისათვის.შევქმენით სხვადასხვა სწავლის სტილის მოსწავლის გამოსავლენად თვითშეფასების ფორმები.ვნახეთ ხარაჩოს ნიმუში,რომელიც გამოგვადგება მოსწავლისათვის

Tuesday, August 25, 2015



დღე პირველი
გავეცანით ერთმანეთი
გავეცანით ვიუვერის გამოყენებას
შევქმენით პორთფოლიო,ვისწავლეთ დოკუმენტის შენახვა,პორთფოლიოში გავეცანით პროექტის მახასიათებლებს,გავეცანით რომეო და ჯულიეტას პროექტის გეგმას

დღე მეორე
მოვისმინეთ საპროექტო იდეები,ვისწავლეთ საპროექტო გეგმის შევსება,ერვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიწერეთ სააზროვნო უნარების შედეგები და ინდიკატორები,რომლის შეფასებასაც მოვახდენდით პროექტის ფარგლებში. Viewer-ში დავათვალიერეთ ბუკლეტის ნიმუშები და დავიწყეთ ბუკლეტის შევსება

დღე მესამე
გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას რომელიც დაგვეხმარაჩვენი არჩეული სტანდარტი იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარები.
დავწერეთ ყველა ინდიქატორისთვის შესაბამისი მიზანი, ისეთი რომლის შეფასებაც იქნებოდა შესაძლებელი
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოვიწერეთ პროექტისთვის შესაბამისი უნარები და ჩავწერეთ გეგმაში
ჩამოვწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი

დღე მეოთხე
ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე,გავეცანით შეფასების ოთხ განმავითარებელ და ერთ განმსაზღვრელ მიზანს.ხუთივე მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.ჩვენი პროექტისთვის შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.შევქმენით მოსწავლეთა შესაფასებლად „ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე“ დიაგრამა