დღე პირველი
გავეცანით ერთმანეთი
გავეცანით ვიუვერის გამოყენებას
შევქმენით პორთფოლიო,ვისწავლეთ დოკუმენტის შენახვა,პორთფოლიოში
გავეცანით პროექტის მახასიათებლებს,გავეცანით რომეო და ჯულიეტას პროექტის გეგმას
დღე მეორე
მოვისმინეთ საპროექტო
იდეები,ვისწავლეთ საპროექტო გეგმის შევსება,ერვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიწერეთ სააზროვნო
უნარების შედეგები და ინდიკატორები,რომლის შეფასებასაც მოვახდენდით პროექტის ფარგლებში.
Viewer-ში დავათვალიერეთ ბუკლეტის ნიმუშები და დავიწყეთ ბუკლეტის
შევსება
დღე მესამე
გავეცანით განახლებული
ბლუმის ტაქსონომიას რომელიც დაგვეხმარაჩვენი არჩეული სტანდარტი იყო თუ არა მაღალი სააზროვნო
უნარები.
დავწერეთ ყველა
ინდიქატორისთვის შესაბამისი მიზანი, ისეთი რომლის შეფასებაც იქნებოდა შესაძლებელი
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოვიწერეთ პროექტისთვის
შესაბამისი უნარები და ჩავწერეთ გეგმაში
ჩამოვწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,შინაარსობრივი,
თემატური და ზოგადი
დღე მეოთხე
ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე,გავეცანით
შეფასების ოთხ განმავითარებელ და ერთ განმსაზღვრელ მიზანს.ხუთივე მიზნისთვის შევარჩიეთ
შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.ჩვენი პროექტისთვის შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები
პროექტის მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.შევქმენით მოსწავლეთა შესაფასებლად „ვიცი,მინდა
ვიცოდე,ვისწავლე“ დიაგრამა
No comments:
Post a Comment